ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანია "ანაგი". კარკასული მშენებლობისას გამოყენებულია Doka-ს ინოვაციური საყალიბე ტექნოლოგიები.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა.
სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა ჩვენი პარტნიორი სამშენებლო კომპანია "ანაგი"
კარკასული მშენებლობისას გამოყენებულია Doka-ს ინოვაციური საყალიბე ტექნოლოგიები.
ახალი მოედნის გახსნის პრეზენტაცია უშუალოდ სათამაშო მოედანზე გაიმართა.
ცერემონიალს ესწრებოდნენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახი კალაძე. აგრეთვე, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ვეტერანი ფეხბურთელები.
უნიკალური არქიტექტურის მქონე სტადიონი UEFA-ს IV სტანდარტებს აკმაყოფილებს და 20 000 მაყურებელზე არის გათვლილი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სტადიონის ფასადი, რომელიც ქართული ცეკვა ხორუმის ილეთების ერთგვარი ინსპირაციაა. ღამე, განათებების ცვლილება კი ულამაზეს სანახაობას ჰქმნის.
საფეხბურთო სტადიონი სრულად აჭურვილია სპორტული ინფრასტრუქტურით. ამასთანავე, აღსანიშნავია 1200 ავტომაქანაზე გათვლილი პარკინგი.
სტადიონის სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდა.
გაზაფხულში იგეგმებოდა მისი გახსნა, თუმცა, ქვეყანაში არსებული ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე გახსნის ცერემონიალი რამდენჯერმე გადაიდო.
-
სამშენებლო გამოფენა - Batumi Build 2018 -
Doka-ს სემინარი -
ჯითისი ჯგუფი ICCA-ს წევრი გახდა -
Smart ეპოქა მშენებლობაში -
სამშენებლო გამოფენა - Caucasus Expo 2018 -
საქველმოქმედო აქცია -
ჯითისი ჯგუფმა მიშო დაუშვილს საჩუქარი გაუკეთა -
ჯითისი ჯგუფის ახალი სასაწყობე სივრცის და შოურუმის გახსნა -
ჯითისის სერვისები - კონსულტაცია, სწავლება და ინჟინერია -
ჯითისი ჯგუფი ბაუმაზე